მუდმივი წინსვლა და განვითარება

2025 Ski-Doo MXZ riding at full speed

დაიპყარით გაკვალული ბილიკები

სტაბილურობა, სიზუსტე და კომფორტი

Ski-Doo-ს გაკვალული გზებისთვის განკუთვნილი თოვლმავლები ზამთრის თავგადასავლებისას ყველა დაბრკოლების მარტივად გადალახვის საშუალებას გაძლევთ. ინდუსტრიის წამყვანი Rotax ძრავა, შეუდარებელი მუშაობა და საოცარი ფუნქციები - უკონკურენტო მოდელი.

2025 Ski-Doo MXZ snowmobile going at high speed

შესრულებაზე ორიენტაცია

შექმნილი ბილიკებისთვის და გაუმჯობესებული გაუკვალავი გზებისთვის.

Ski-Doo-ს X-RS და X გაუკვალავი გზებისთვის განკუთვნილ მოდელებში შერწყმულია რბოლის ელემენტები, როგორიცაა უმაღლესი დონის ამორტიზაცია და შასის გაუმჯობესებები, რაც უზრუნველყოფს ყველაზე რთული გაკვალული გზების დაპყრობის შესაძლებლობას. Rotax-ის 2-ტაქტიანი და 4-ტაქტიანი ძრავები შეუდარებელ სიმძლავრეს და დროსელის სწრაფ რეაგირებას განაპირობებს.

Rider carefully navigating a snowy trail on a 2025 Ski-Doo Renegade

არ შეუშინდეთ სიცივეს

სტანდარტული ფუნქციები შემუშავებულია სითბოს შესანარჩუნებლად.

მნიშვნელობა არ აქვს ზამთრის თავგადასავლების მარტო შექმნა თუ სხვებთან ერთად გაზიარება გსურთ, ჩვენი ციგები აღჭურვილია საქარე მინებით, რეგულირებადი პნევმატური დაკიდების სისტემით, ასევე დასაჯდომი ადგილის გათბობის ფუნქციით ზოგიერთ მოდელში და ეს ყველაფერი მოგცემთ საშუალებას მოიწყოთ, არა მხოლოდ ექსტრემალური, არამედ კომფორტული თავგადასავალი.

  

აღმოაჩინეთ ჩვენი TRAIL თოვლმავლები

Three riders taking a break from a snowy ride on their Ski-Doo snowmobiles

აღმოაჩინეთ თქვენი იდეალური TRAIL თოვლმავალი

ჩვენ დაგეხმარებით თქვენთვის იდეალური TRAIL თოვლმავლის შერჩევაში, რომელიც მორგებული იქნება თქვენს საჭიროებებზე.

რჩევები გაკვალული გზის/TRAIL თოვლმავლების სამართავად

ხშირად დასმული კითხვები გაკვალული გზის/TRAIL თოვლმავლების შესახებ

დატკბით ზამთრის თავგადასავლებით თოვლში მუხლუხებიანი და თხილამურებიანი ციგით გადაადგილებისას! Ski-Doo-ს გაუკვალავი გზებისთვის განკუთვნილი თოვლმავლები შექმნილია იმისათვის, რომ ცივ სეზონზე თქვენთვის სასურველი სიჩქარით იმოძრაოთ თოვლში და ისიამოვნოთ კომფორტული მგზავრობით. გათბობის ფუნქციის მქონე სახელურები, სენსორული ეკრანი გარკვეულ მოდელებზე ნავიგაციის გასამარტივებლად, დაკიდების სისტემა, რომელიც ბორცვიან გზებზე მარტივად გადაადგილების საშუალებას იძლევა და ყველაზე თანამედროვე ძრავები, რომლებიც გამოირჩევა უმაღლესი დონის წარმადობით და ნაკლები საწვავის მოხმარებით - ყველაფერი, რაც თოვლში გადაადგილებას გაგიმარტივებთ.

თოვლმავლები განსხვავდება დასაჯდომი ადგილებით, ამძრავი მექანიზმებით და ძრავებით. უფრო ზოგადად, გაკვალული ბილიკებისთვის განკუთვნილი თოვლმავლების მოდელები უფრო ფართოა და უსწორმასწორო ზედაპირებზე მარტივად მოხვევის და სტაბილურობის შენარჩუნების საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, მათი მუხლუხები უფრო მოკლეა, რაც უზრუნველყოფს ზუსტ მანევრირებას მაღალი სიჩქარით მოძრაობისას ვიწრო მოსახვევებში. ამის საპირისპიროდ, ღრმა თოვლისთვის განკუთვნილი თოვლმავლების მუხლუხები უფრო გრძელია, რაც ღრმა თოვლში გამავლობის სიმარტივეს განაპირობებს, ხოლო ვიწრო, კომპაქტური დიზაინი რთულ რელიეფზე მანევრირებას ამარტივებს.

იპოვეთ თქვენთვის იდეალური ვარიანტი

ჩვენ გთავაზობთ ფუნქციებს, რომელთა გამოყენებითაც შეძლებთ იპოვოთ Trail თოვლმავალი, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდით.